ჯონდი ბაღათურიას განცხადებით მისი დეპუტატობის პერიოდში, 2012 წელს მაისში, „ქართული დასის“ სახელით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო და პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.
მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარზე გადმოიწიეს და სასაქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ქედზე გაავლეს, სადაც დავითგარეჯას მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკიც მოექცა.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, მაშინ პრეზიდენტმა ამ ფაქტის წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა და ისი და სხვა მაღალჩინოსნებიც ამბობდნენ, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნოდა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.