logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტები ისროლა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 11:42

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

 

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაბალის, ერთი კი ქურდამირის მიმართულებით გაუშვეს.

 

ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სიაზანის რაიონზეც. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner