logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდება სომხეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცინიკური სიცრუეა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 12:09

 

 

სომხეთის თავდაცვის უწყება ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

 

„აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადება სომხეთის მიერ გაბალასა და კურდამირის მიმართულებებით ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აბსოლუტური სისულელე და ცინიკური სიცრუეა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით არანაირი რაკეტის გასროლა არ მომხდარა“, - განაცხადა სტეპანიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner