logo_geo
eng_logo
აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახური: რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ არ მოხვდეს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 12:12

 

 

აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ არ მოხვდეს.

 

მისივე თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია.

 

„უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფი, რუსეთთან ერთად, სასაზღვრო ზონაში ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს”, – განაცხადა ლატიპოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner