logo_geo
eng_logo
სერგეი შამბა: სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 13:06

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, თავდამსხმელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს. ამის შესახებ სერგეი შამბამSova News-ს განუცხადა.

 

მისივე თქმით, თუ დამნაშავე მოახერხებს ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას, სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner