logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანმა, „სოკარის“ პრეზიდენტ როვგან აბდულაევთან ერთად, ირგანჩაიში ბუნებრივი აირი აანთო
- +

22 ოქტომბერი. 2020. 13:14

 

 

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის გაზიფიცირება დასრულდა. ბუნებრივი აირი, პირველად სოფლის ცენტრში „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად, აანთო.

 

სოფელი მდებარეობს მაღალმთიან, პრაქტიკულად ალპურ ზონაში, სადაც არ არის ხე-ტყის რესურსი იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გათბეს.

 

გოგი მეშველიანის თქმით, სოფლის გაზიფიცირებას და იმას, რომ დღეიდან უკვე 120 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას, ენიჭება ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა.

 

„ეს პროექტი არის ჩვენი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს შორის მეგობრული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მოგვიტანს შედეგად იმას, რომ, უახლოეს წლებში ყველა ჩვენი დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner