ავტორი ნონა ხუციშვილი
ქობულეთში ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის ინკასატორი გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორს დაახლოებით 50 000 ლარი გასტაცეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.