logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 14:40

 

 

„წარმატებით დასრულდა ოპერაციის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი. უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება“, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მან სამართალდამცველებს ამ შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყო სხვა სცენარით, მაგრამ ჩვენ როგორც იქნა გაჟღერებული სამართალდამცავებმა ამისგან თავის შეიკავეს და მიზანი მიღწეული იქნა. ყველა მძევალი იქნა გათავისუფლებული. ასევე სპეციალური მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. ვიცი რომ ბევრი სხვადსხვა ოპერატიული ღონისძიება არის დაგეგმილი დღის განმავლობაში და, შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner