logo_geo
eng_logo
შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:06

 

 

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ელაიან ბერსეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს.

 

„მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგი ეპიდვითარება გვქონდა, სამი კვირის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა სწორედ ჩვენთანაა“, –  გაანაცხადა ელაიან ბერსეტმა.

 

შვეიცარიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner