logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ გულშემატკივრობდა ამ პროცესების მშვიდობიან დასრულებას და ვინ კეკლუცობდა კამერებთან
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:17

 

 

„პოლიციას შეეძლო ძალისმიერი ოპერაციების ჩატარება და ამის ყველანაირი რესურსი არსებობდა, მაგრამ თუკი დგას რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე, ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ზუგდიდის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, სამართალდამცველებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.

 

„პოლიციამ იმუშავა მაღალი პროფესიონალიზმით, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა იმან, რომ მინისტრი, ბატონი ვახტანგ გომელაური იყო ადგილზე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და ასევე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის, ავთანდილ გალდავას გმირულმა ნაბიჯმა. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ გულშემატკივრობდა ზუსტად ამ პროცესების მშვიდობიან დასრულებას და ვინ კეკლუცობდა დანაშაულის ადგილიდან კამერებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია სხვა ოპონენტებისგან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner