logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:28

 

 

„მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად“, - ამის შესახებ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 

„მსჯელობა და შეფასება, ვინ სწორად მოიქცა და ვინ - არა, ყველაზე მარტივია. მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკანობა დაიწყო და სამართალდამცველების კრიტიკით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა, მე ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო გააზრებული და სწორი. პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს“, - აცხადებს ექსპერტი.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner