logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო - ყველაფერს ეცდებიან, რომ დავითგარეჯას თემა გადაიფაროს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 15:33

 

 

„ყველაფერს ეცდებიან, რომ გადაიფაროს დავითგარეჯის თემა, რომელიც ქუხულივით გაისმა და არის დიდი რეზონანსი“, - ამის თაობაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საკითხზე დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

 

ვოლსკიმ დღეს ისიც თქვა, რომ „კრიმინალთან ბრძოლის მხრივ სტატისტიკა პოზიტიურად არის შეცვლილი და დინამიკა საუკეთესოა“.

 

„წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო. ჩვენ დროს ასე არ არის! ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო - 2006 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე არის 2013 წლიდან 2019-მდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერ წაუხვალთ!“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდში აღიკვეთა შედეგის მხრივ, დანაშაულის საშინელი პერსპექტივა, ოპერაცია გრძელდება და არ დამთავრებულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner