თურქული გამოცემა „Hurriyet"-ის ჟურნალისტი აბდულქადირ სელვი წერს, რომ ათათურქის აეროპორტში, ტერაქტის დროს სულ მცირე 7 ტერორისტი იმყოფებოდა.
ჟურნალისტის თქმით ტერაქტის დროს აეროპორტში 7 ტერორისტი იმყოფებოდა, სამმა მათგანმა თავის აფეთქება მოასწრო, ოთხმა კი გაქცევა მოახერხა.
აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა და 239 დაშავდა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ინდირიმი ტერაქტზე პასუხისმგებლობას „ისლამურ სახელმწიფოს" აკისრებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.