logo_geo
eng_logo
აქვს თუ არა გიორგი ვაშაძის თანაშემწეს კორონავირუსი?
- +

22 ოქტომბერი. 2020. 16:54

 

 

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელის, ისნის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ვაშაძის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელი პირი ნუცა ჯოჯუა, „ფეისბუქზე“ აქვეყნებდა ფოტოებს, რომელზეც გიორგი ვაშაძე, თავის თანაშემწესთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.

 

აღნიშნული სტატია შეგიძლიათ, შემდეგ ლინკზე იხილოთ

https://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=135554&fbclid=IwAR0jHAT_EP22XIHXonxT5SKwTj4tKxXpBBVuBWRAbJhsZxiSjIfHNM6X7gk

 

„რეპორტიორი“ გიორგი ვაშაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბისონიას დაუკავშირდა და დაინტერესდა, ნამდვილად დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი გიორგი ვაშაძის თანაშემწეს?  

 

ირაკლი გაბისონია:

- გიორგი ვაშაძის თანაშემწეს კორონავირუსი არ დადასტურებია და არც ჰქონია არასდროს. კორონავირუსი დაუდასტურდა ქალბატონ თეონა ჭალიძეს, რომელიც ისნის შტაბის ხელმძღვანელი გახლავთ და იქ მუშაობს, თუმცა, ქალბატონი თეონა უკვე 1 კვირაზე მეტია, თვითიზოლაციაში იმყოფება და მას შეხება ჰქონია არც გიორგი ვაშაძესთან და არც ისნის შტაბთან, რადგან სახლშია და იზოლაციაშია.

 

- თვითიზოლაციაში გადასვლამდე, ბოლოს როდის ჰქონდათ კონტაქტი თეონა ჭალიძეს და გიორგი ვაშაძეს?

 

- ზუსტად რიცხვი ნამდვილად არ მახსოვს, ბოლოს როდის ჰქონდათ კონტაქტი ერთმანეთთან, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ როდესაც თეონას ელემენტარული სიმპტომები გამოუვლინდა, მაშინ ის უკვე იყო გადასული თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ოფისის არცერთ თანამშრომელთან კონტაქტი თეონას არ აქვს. ის ფოტო, რომელიც თქვენს საიტზეა გავრცელებული, არის ძველი ფოტო, დაახლოებით 1 თვის წინანდელი შეხვედრებია მასზე ასახული, როდესაც ჩვენ კამპანიები დავიწყეთ. ზუსტად არ მახსოვს ახლა დღეები და რიცხვები, თუმცა, ნამდვილად ძველი ფოტოა. რაც შეეხება თვითონ გიორგი ვაშაძეს - ის სისტემატურად იტარებს კორონავირუსზე ტესტებს, როდესაც ამის საჭიროება არსებობს და გიორგი არ არის ინფიცირებული. რაც შეეხება შეხვედრებს: როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ვაშაძე აქტიურად აგრძელებს წინასაარჩევნოდ შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან და ეს შეხვედრები არის წესების დაცვით - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს რომელიმე ამომრჩეველს შეხვედის დროს პირბადე არ აქვს, ჩვენი მხრიდან ხდება პირბადეებით მათი უზრუნველყოფა და ყველა არის პირბადით.

 

- ისიც რომ დამიზუსტოთ, რამდენი თანაშემწე ჰყავს გიორგი ვაშაძეს?

 

- მას ჰყავს ერთი თანაშემწე და ეს თანაშემწე არ არის თეონა ჭალიძე. ჭალიძე არის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი პარტიის, სოციალური მიმართულებების ხელმძღვანელი და ის მუშაობს სხვა შტაბში, ანუ მას ცალკე ოფისი აქვს გამოყოფილი. იზოლაციის შემდეგ, მან რამდენიმეჯერ ჩაიტარა ტესტი კოვიდზე, პირველ ჯერზე მას ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, როდესაც უკვე 19 ოქტომბერს ჩაიტარა ტესტი, მაგ დროს უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი.

 

- გიორგი ვაშაძემ როდის ჩაიტარა ბოლოს კოვიდ ტესტი?

 

- ალბათ, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში...

 

- თეონას შემთხვევაში თქვენ ზუსტი რიცხვი მითხარით და ამიტომ მაინტერესებს, ზუსტად როდის ჩაიტარა გიორგი ვაშაძემ ბოლო ტესტი კოვიდზე, ის ხომ თქვენი უფროსია.

 

-კი, თეონას 19 ოქტომბერს დაუდასტურდა... თუმცა, ამ ტესტამდე ერთი კვირით ადრე ის უკვე თვითიზოლაციაში იყო გადასული და არანაირი შეხება არც ერთ თანამშრომელთან არ ჰქონია.

 

 

შენიშვნა: როგორც წაიკითხეთ, გიორგი ვაშაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამომრჩეველთან შეხვედრისას კორონავირუსთან დაკავშირებით წესები ყოველთვის დაცულია და იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანებს შეხვედრისას პირბადე არ უკეთიათ, მათ თავად უზრუნველყოფენ პირბადეებით და ირაკლი გაბისონიას სიტყვებს მოვიშველიებ - „ჩვენი მხრიდან ხდება პირბადეებით მათი უზრუნველყოფა და ყველა არის პირბადით“.

გიორგი ვაშაძის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ ფორმატში ხვდება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი მოსახლეობას. თვალსაჩინოებისთვის კი, აღნიშნულ გვერდზე განთავსებულ სულ რამდენიმე ფოტოს აქვე წარმოგიდგენთ, რომელთა ატვირთვის თარიღად 19 ოქტომბერია მითითებული.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner