ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი - დავით ხვიბლიანი გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვიბლიანის ნათესავმა სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, რომელიც ხვიბლიანს გარეთ ელოდებოდა.
„მე, არაფერი ვიცი. ხვიბლიანის ნათესავი ვარ. ის დაკავებული არ არის, ახლა გამოუშვებენ“, - განაცხადა ხვიბლიანის ნათესავმა.