logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება
- +

22 ოქტომბერი. 2020. 17:41

 

 

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. მინისტრი პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

 

არსებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციასთან შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

 

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner