logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა თურქეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული შეზღუდვის მოხსნის ბრძანება გასცა
- +

29 ივნისი. 2016. 18:15


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა თურქეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა.



გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება პუტინისა და მისი თურქი კოლეგის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.



პუტინმა განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.



თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner