logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ავთანდილ გალდავაზე: ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო
- +

22 ოქტომბერი. 2020. 18:10

 

 

„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო“,- ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული.

 

ჩვენ შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5-10 კაცი, მაგრამ ბოლოს ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არც ჩემთვის იყო ადვილი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც რთული იყო. ერთი წამით მას უარი არ უთქვამს და წარბი არ შეუხრია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner