ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას სასტიკად მისივე ნათესავი მამაკაცი შვილებთან ერთად გაუსწორდა. „კურიერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან.
ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. გვამი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.