logo_geo
eng_logo
ნორა კვიციანი ნიკა გვარამიას: თქვენ ხართ ყველა უბედურების ჩამდენი ამ ქვეყანაში და გინდათ, სხვას გადააბრალოთ!
- +

22 ოქტომბერი. 2020. 19:27

 

 

დეპუტატ ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს. როგორც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, ყველა უბედურების ჩამდენი ამ ქვეყანაში გვარამიაა.

 

„რა გინდათ, რა ვერ მოგვინელეთ, რას გვერჩით, ვერ გეყოთ, ამ ცილისწამებისთვის შვიდ წლამდე ციხე მომახდევინეთ?! ის უკვე მოინელეთ? და ისევ აგრძელებთ? არა, ვერ მოინელებთ ამდენ ცილისწამებას, უფალი ხედავს ყველაფერს, ვინ ვინაა, შენ შორს ხარ უფლისაგან, მაგრამ სიმართლე და სამართალით დაისჯები. დაელოდე რისხვას უფლისა, თქვენ ხართ ყველა უბედურების ჩამდენი ამ ქვეყანაში და გინდათ, სხვას გადააბრალოთ. არ გამოგივა ეს ზღაპრები, საერთოდ გამკვირვებია, რამ გაგახსენა ჩემი შვილი, ბატონო გვარამია, რატომ არ გეშინია ამდენი ცილისწამების, ცოდვების? შვილები მაინც დაინდე, ცოდვა არიან. უფალი გვეუბნება, მე მომანდეო შენი თავი და მე მივხედავო, მიმიბარებიხართ უფლისთვის იმ სიმართლით, რა სიმართლესაც ახლა ამჟღავნეთ. ჩემთან რატომ გამოგზავნე შენი ჟურნალისტები, კართან ჩართული კამერით რომ იდგნენ? მე არ გავსულვარ, ჩემი შვილიშვილი გავიდა, რომ მითხრა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტები არიანო, გავოგნდი. რა უნდათ ამათ, რას ვიფიქრებდი ისევ, ამ დიდ ბრალდებას ისევ ჩვენ მოგვაყენებდნენ... ბატონო ჩემო, ტყუილად ნუ გაირჯები, სხვაზე ნუ გადაგაქვთ აქცენტი, ყველაფრის ცუდის თავი და ბოლო თქვენ ხართ. ძალიან გაგანებივრათ ამ ხელისუფლებამ. რაც არ უნდა დააშაოთ, მაინც ხელშეუხებლები ხართ, ღმერთმა განსაჯოს ტყუილ-მართალი! ამინ“, – წერს ნორა კვიციანი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner