ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.