იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 136 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 36 968 ადამიანი გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია ვირუსის 465 726 შემთხვევა.
ბოლო რამდენიმე კვირაში იტალიაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება, რის გამოც ლობარდიისა და კამპანიის რეგიონში კომენდანტის საათი ხელახლა შემოიღეს.