-
+
22 ოქტომბერი. 2020. 19:57
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან, ყარაბაღის სამხრეთით.
„გილოცავთ დასახლება აღბენდზე (ზენგილანის რაიონი) სრულ კონტროლს აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვართან. ამასთან დაკავშირებით ვულოცავ აზერბაიჯანსა და ირანს. გაუმარჯოს აზერბაიჯანის მამაც არმიას“ , - წერს ალიევი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
მისივე ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ზანგელანის რაიონის კიდევ 13 სოფელი და ერთი დასახლებული პუნქტი -აგბენდი დაიკავეს.
წყარო :