ხობში 47 წლის კაცი ცემით მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.