logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის
- +

22 ოქტომბერი. 2020. 20:10

 

 

„2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

 

„ჩვენ შევხვდით რუსთაველებს, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ისეთივე კომპლექსური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომლიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება.

2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტები, საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

 

გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას, ეფექტიანად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner