„ბანკში ნამდვილად ნიღბით მოვიდა და იყო შეიარაღებული კბილებამდე. არსებობს ვერსიები, რომ ვიღაც ჩვეულებრივი გამვლელი გააჩერა ქუჩაში და უთხრა, რომ სპეცრაზმელი იყო და დაემგზავრებოდა და ამ მანქანით მოვიდა ბანკამდე“, - ამის შესახებ ირაკლი კვარაცხელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიდა თავდამსხმელი ბანკში.
„შემოსვლისას გაისროლა, გაისროლა ასევე შიგნიდან გარეთ. ესროლა ადამიანს, რომელსაც ვიდეოკამერა ეჭირა და იღებდა, პირს, რომელიც შემთხვევებით მოხვდა იმ ადგილას და იღებდა შიგნით არსებულ მდგომარეობას, ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით. შემდეგ ფეხით მიახტა მაგიდას, სკამები წააქცია, მაქსიმალურად გამოიწვია შიში იქ დარჩენილ ადამიანებს შორის, რადგან რამდენიმე ადამიანმა მოახერხა გარეთ გაქცევა. შემდეგ შეკრა წრე მის ირგვლივ და გვიბრძანა, რომ დავმსახდარიყავით მის ირგვლივ, ჩამოაწევინა ჟალუზები.
რაც გააკეთა ეს იყო, რომ მოითხოვა მენეჯერი, რომელზეც უთხრეს, რომ არ იყო ადგილზე, მერე მენეჯერის მოადგილე მოითხოვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ასევე არ იყო ადგილზე, შემდეგ ფული არ მოუთხოვია და გვითხრა, რომ ავსულიყავით ზედა სართულებზე, მესამე სართულზე შეარჩია ოთახი, რომელშიც შეგვიყვანა და გვითხრა, რომ ჩვენ აქ კარგა ხანს მოგვიწევდა გაჩერება.
თავდამსხმელს საპირფარეშოთი საერთოდ არ უსარგებლია იმის მიუხედავად, რომ იქ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ვიყავით. თავიდან არც ჩვენ გვიშვებდა, გვეუბნეოდა, რომ იქ გვერდზე გავსულიყავით და ასე მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. გარკვეული პერიოდის მერე კონტაქტში შევედით ამ ადამიანთან და იყო რაღაც აზრების გაცვლა გამოცვლა, ამის შემდეგ დაგვრთო ნება, რომ თითო ადამიანი გასულიყო საპირფარეშოში, თუმცა, კარებს აღებდა და კარებში იჯდა თვითონ ავტომატმოღერებული და აკვირდებოდა ვინმე სხვა გზით არ წასულიყო. თვითონ არ წასულა, მინიმუმ 7 საათი იყო ასეთი მდგომარეობა,“ - აღნიშნა კვარაცხელიამ.