logo_geo
eng_logo
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო
- +

22 ოქტომბერი. 2020. 20:16

 

 

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალება.

 

„ბიბისის“ ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტა აკრძალული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფი არასაკმარისად არის განვითარებული.

 

გამონაკლისის სახით პოლონეთში აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების დროს და იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე დაემუქრება.

 

შეგახსენებთ, რომ კანონის გამკაცრებას მხარს უჭერდა პოლონეთის მმართველი პარტია, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციები ახალი წესების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner