logo_geo
eng_logo
არმენ სარქისიანი ემანუელ მაკრონს შეხვდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 21:31

 

 

სომხეთის პრეზიდენტი საფრანგეთის ლიდერს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, არმენ სარქისიანისა და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკებების მთავარი თემა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იყო.

 

სომხეთის პრეზიდენტი პარიზში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც ის საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელს შეხვდა.

 

სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო და ევროკავშირის ლიდერები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად „ყველაფერს გააკეთებენ“.

 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner