logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის მოწამვლის სურვილი რომ ჰქონოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:09

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პირადად დაავალა რუსეთის პროკურატურას რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ბერლინში სამკურნალოდ გადაფრენაზე ნებართვა გაეცათ.

 

სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ ფიგურანტის მოწამვლის სურვილი რომ ჰქონოდა, მას გერმანიაში სამკურნალოდ არავინ გაუშვებდა.

 

„მაგრამ, მე მაინც ვთხოვე გენერალურ პრკურატურას, ამის ნება დაერთო და ის გაემგზავრა“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

 

მისივე თქმით, რუსეთს თავადაც შეეძლო ინციდენტის გარემოებები გამოეძიებინა, მაგრამ პარტნიორები მას მონაცემებს არ აწვდიან.

 

„ჩვენ ვეუბნებოდით, მოგვეცით ბიოლოგიური მასალა და ოფიციალური დასკვნა, რათა ჩვენი მხრიდან გამოგვეძიებინა საქმე, რათა გვქონდეს იურიდიულ-ფორმალური საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, მაგრამ არაფერს გვაძლევენ. ამას ახსნა არ აქვს“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner