logo_geo
eng_logo
ისნის მაცხოვრებლებმა გიორგი ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრები გააპროტესტეს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:23

 

 

ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრები გააპროტესტა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის თანაშემწეს, რომელთანაც ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, აღნიშნული ფაქტის მიუხედავად ვაშაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებდა.

 

მეტროშენის მაცხოვრებლები გიორგი ვაშაძის შტაბთან შეიკრიბნენ. პროტესტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner