logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით
- +

23 ოქტომბერი. 2020. 00:32

 

 

„მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ C ჰეპატიტის დამარცხება შევძელით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფილმ „ოცნება სიცოცხლისთვის“ ავტორმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, არის უკვე, მაგრამ რამდენიმე წელი გვრჩება, რომ საბოლოო წერტილი დავუსვათ და C ჰეპატიტი დამარცხდება საქართველოში.  ეს არის ძალიან ემოციური და კარგი ისტორია სიკვდილზე გამარჯვების.

 

ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გადმოგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვართ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“, ვერანაირი რიცხვები, ციფრები და სტატისტიკა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თითოეული გადარჩენილი ადამიანი გძნობს. 70 ათასი ადამიანი, დედა, მამა, ოჯახი, სიყვარული, შვილები, ემოცია გადარჩა.

 

დამაინტერესა, როგორ განხორციელდა ეს და როგორ და როგორ შეჩერდა მთელ მსოფლიოში საქართველოზე არჩევანი. წარმოიდგინეთ, 5 მილიარდი დოლარის პრეპარატი სრულიად უსასყიდლოდ მიიღო საქართველომ, რომელმაც შეინარჩუნა და კარები ჩაუკეტა მართლაც გენოციდს. როდესაც ის ისტორიული მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე წარდგნენ პრემიერ-მინისტრის წინაშე და მაშინ მხოლოდ ერთ სეგმენტზე იყო წარმოდგენილი პროგრამა და ეს ციხეებს ეხებოდა მხოლოდ, რადგან წინა ხელისუფლების დროს განსაკუთრებით ციხეებში იგრძნობოდა ეს პრობლემა გამოკვეთილად, თუმცა არც გარეთ იყო უკეთესი მდგომარეობა.

 

პრემიერ-მინისტრის ისტორიული დავალება, რომელიც მიეცა გუნდს, ვფიქრობ, ზებუნებრივი დევს მასში რაღაც, რადგან არც ერთს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ განხორციელდებოდა ეს პროექტი. ვფიქრობ, ამან დამატებითი სტიმული შემატა მთელ გუნდს და სასწაული მოხდა, მთელმა მსოფლიომ დაინახა და თითოეულ ქართველს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში ჩვენ შევძელით C ჰეპატიტის დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner