გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს, შესაბამისად კანონის გათვალისწინებით, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის უფლებამოსილება შეუწყდა.
მიქაუტაძე მდივნის პოზიციას 2017 წლის ივნისიდან იკავებდა.
საბჭოს ახალ მდივანს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ, რომელიც მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება.