logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- +

23 ოქტომბერი. 2020. 00:44

 

 

„საქებარია ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს, არამედ დეპარტამენტის ხელძღვანელი, ავთო გალდავა. მე მინდა ვახტანგ გომელაურიც გავამეხნევო, რადგამ მას, რა თქმა უნდა გაუჭირდებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც დეპარტამენტის ხელძღვანელი საკუთარი სიცოცხლის ფასად მიდის, მაგრა მან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის დამოკიდებულება პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და იმის რწმენით, რომ ეს საქმე გაიხსნება.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner