logo_geo
eng_logo
ვაკა გორგილაძე: 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული
- +

23 ოქტომბერი. 2020. 00:49

 

 

„ჩემთვის აშკარაა რომ პოლიცია, რომელიც არსებობს 2012 წლის შემდეგ მკაფიოდ არის დეპოლიტიზირებული“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

 

„როდესაც პოლიციელი არის თავისი საქმით დაკავებული ხდება ის რაც მოხდა გუშინ. როდესაც ავთანდილ გალდავა, რომელიც არის პოლიციელი, ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, 41 წლის, 2 შვილის მამა, მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღს, ტერორისტს ჰქონდა გახსნილი ხელყუმბარა მიება და თავისი სიცოცხლე გადადო. გავიხსენოთ ერთ-ერთი ფრაგმენტი, როდესაც ასევე რომან შამათავა იმ დროს იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთს მთავარი სამმართველოს უფროსი, მას ზღვაში გაჰყავს უდანაშაულო ადამიანი, ჯერ კოჭავს მას, შემდეგ ესვრის, აბამს ქვას და აგდებს ზღვაში. აი ეს არის სხვაობა ამ რეჟიმებს შორის“, - აღნიშნა ვაკა გორგილაძემ.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner