logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო
- +

23 ოქტომბერი. 2020. 00:51

 

 

„მინისტრმა გომელაურმა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ზუგდიდის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა ზუსტად იმოქმედეს და ყოველგვარი პანიკური გარემოს შექმნის გარეშე განახორციელეს ოპერაცია.

 

„რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ეს გახლდათ ის, რომ ყველაფერი გააკეთეს, არ მომხდარიყო ვინმეს დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა.

 

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, შს სამინისტრო, შესაბამისი ოპერტიული და სხვა სამსახურები მაქსიმალურად არიან აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს საგამოძიებო პროცესთან, რამდენადაც ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, მაგრამ მე არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება გავსაუბრებოდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა ტექნიკური საშუალება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დევნა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით განახორციელოს. მათ შორის, ფულის, მარკირება დავარქვათ, რომ მისი იდენტიფიკაცია მოხდეს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფაქგლებს გარეთ. ისევე როგორც, მანქანას არ სჭირდება დევნა და შესაძლებელია მისი თვალყურის მიდევნება, სხვადასხვა საშუალებით, ისევე როგორც, ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომ შესაძლებელია ღამის დევნის განხორციელება სითბური ფოტოსისტემებით. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, არ მოხდეს მძევლების დაზიანება, დევნა გავაგრძელოთ. ახლა ვართ დევნის მეორე ეტაპზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner