ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას დროზე ადრე მისცემს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ განაცხადა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გეგმავს.
როგორც „როიტერი“ წერს, დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა 47 მილიონმა ადამიანმა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში სამ ნოემბერს გაიმართება. 22 ოქტომბერს კი, დაგეგმილია საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები.