ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ერთი კი შედარებით მძიმედ, რომელიც სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება; მას დაზიანება თავი არეში აღენიშნება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.