„მე მივეკუთვნები მეთაურთა იმ კატეგორიას, რომლებიც ოპერაციას მინიმალური დანაკარგებით ასრულებენ. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს იყო უნაკლო ოპერაცია, რადგან მძევლები გადარჩნენ. როცა მძევლებზეა საუბარი ყველანაირი პოლემიკა დასრულებულია“ – ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ზუგდიდში ჩატარებული სპეციალურ ღონისძიების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ თავდამსხმელს ხელყუმბარა გახსნილი არ ჰქონდა, მაშინ დამნაშავის ლიკვიდაციისთვის სნაიპერების მოქმედება საკმარისი იქნებოდა.
„როცა შემცირდა მძევლების რაოდენობა და საფრთხემ იკლო, ალბათ მე გადაწყვეტილებას მივიღებდი და სპეცოპერაციას ჩავატარებდი, რა თქმა უნდა, წინასწარი მომზადებით“ – აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.