მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 423 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. საერთო ჯამში, გლობალურად პანდემიის პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 41,1 მილიონი შემთხვევა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 6,4 ათასი ადამიანი დაიღუპა. სულ პანდემიის დროს პლანეტაზე ვირუსს 1,13 მილიონი პაციენტი ემსხვერპლა.
მხოლოდ ევროპის რეგიონში ბოლო 24 საათში აღრიცხეს ვირუსით ინფიცირების 192 800-ზე მეტი შემთხვევა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ბოლო დღე-ღამეში 128 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მესამეა სამხრეთ აღმოსავლეთ აზრია.
რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფოებს – ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი რვა მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მეორე ინდოეთი 7 მილიონ 700 ათასი ინფიცირებულით, შემდეგია ბრაზილია – 5 მილიონ 273 ათასზე მეტი. ასევე რუსეთი, არგენტინა და ესპანეთი.