ტელეწამყვანი და მსახიობი, ია ფარულავა თოქ-შოუ “პროფილში” სტუმრად იყო მიწვეული და გადაცემაში მან თავის ცხოვრებაზე ისაუბრა :
„ჩემი თავი ძალიან მომწონს. იყო დრო როცა ჩემს თავს საერთოდ ვერ ვიტანდი. ახლა, ამ ასაკში , უფრო მომწონს ჩემი თავი და სრულ ჰარმონიაში ვარ. სულ ვამბობდი, რომ ჩემს შიდა ბავშვს ვზრდიდი, მედიტაციის დროს კი ვიგრძენი, რომ ჩემი შინაგანი ბავშვი უკვე გაზრდილია.“ - ამბობს ია ფარულავა.