logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: „ნაცმოძრაობას“ უკვე ფული აღებული აქვს, გარეჯი გაყიდულია
- +

23 ოქტომბერი. 2020. 03:41

 

 

„უკვე ფული აღებული აქვთ, გარეჯი გაყიდულია. ახლა, იძულებულები არიან, დაიცვან ის ადამიანები, ის ექსპერტები, რომელთა ხელითაც ეს საშინელი, ამაზრზენი ღალატი ჩაიდინეს“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“, სადაც წინა ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

 

„ისინი საკუთარ თავთან შედიან წინააღმდეგობაში; თუ ამბობ, რომ გარეჯი საქართველოა, ეს ჩანს 1938 წლის რუკით. თუ გაქვს სხვა რუკა, ვთქვათ, ის, რომელიც მაშინ კომისიაზე იყო წარდგენილი და რომელშიც გარეჯი არაა საქართველო, მაშინ, ვეღარ ამბობ, რომ გარეჯი საქართველოა. თავადვე შედიან რაღაც სპირალში. კი, ახლა რომ იძახონ, რომ გარეჯი არაა საქართველო, მათთვის ეს პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ორი დაკავებული ადამიანი უდანაშაულოა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ მიგაჩნია - გარეჯი არაა საქართველო“ - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner