logo_geo
eng_logo
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ფინალური სატელევიზიო დებატები გამართეს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 11:00

 

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფინალური სატელევიზიო დებატები შედგა. განსხვავებით სექტემბრის ბოლოს გამართული დებატებისგან,  22 ოქტომბრის შეხვედრა შედარებით მშვიდი და ნაკლებად ემოციური იყო.

 

მათ საკუთარი მოსაზრებები კორონავირუსის  პანდემიის, გადასახადების, საგარეო პოლიტიკისა და სხვა საკითხების შესახებ დააფიქსირეს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, მისმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს კრიზისის დასაძლევად, სიტუაცია სტაბილური ხდება და რეგიონული მასშტაბის ეპიდაფეთქებები აღარ ფიქსირდება. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში იქნება.

 

ჯო ბაიდენმა კი აშშ-ის  პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და შეახსენა, რომ ვირუსით შტატებში 220 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

 

მისივე თქმით, წლის ბოლომდე კორონავირუსმა შესაძლოა, კიდევ 200 ათასი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

 

დებატებს ჟურნალისტი კრისტენ ველკერი უძღვებოდა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner