logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია ყველა ტექნიკური საშუალებით, რომ საქმე გაიხსნას
- +

23 ოქტომბერი. 2020. 11:06

 

„მძიმე ფაქტი მოხდა გუშინ ზუგდიდში. თავდამსხმელს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ჰქონდა სამხედრო ან სპეციალური მომზადება გავლილი, ასევე, ფიზიკურად საკმაოდ კარგ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა ჰქონდა კარგად დაგეგმილი“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა  ტვ „იმედის“ ეთერში ზუგდიდში  ბანკზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავდამსხმელის ქცევაში ჩანდა, რომ ის მზად იყო, აეფეთქებინა ხელყუმბარა და მოესპო როგორიც საკუთარი, ისე მძევლების სიცოცხლე.

 

„დღეს უკვე მძევლები გათავისუფლებული არიან და მათ სიცოცხლეს აღარ ემუქრება საფრთხე. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ყველა პოლიციურმა ძალამ შესაბამისი ოპერაციის გატარებისას, პირველ რიგში, უნდა გადაარჩინოს მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არჩევანი იყო ორი: პირველი, რომ მიჰყოლოდნენ ამ პროცესს და მძევლები გადაერჩინათ, მეორე ვარიანტი იყო, რომ მძევლებისთვის რისკი შეექმნათ იმისთვის, რომ დაეკავებინათ ან ნეიტრალიზაცია მოეხდინათ თავდამსხმელის. მინისტრმა გომელაურმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აქცენტი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ადამიანის სასარგებლოდ. აბსოლუტურად სწორად მიჰყვნენ დროში და ეტაპებში ამ პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი  სესიაშვილმა.

 

მისი თქმით,  თითოეულ ნაბიჯს ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

„მეორე  არის დევნის ნაწილი. რისკი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა არის ყველგან და ყოველთვის.  თავდამსხმელი ბანკიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათი  მოძრაობდა და აკვირდებოდა, ხომ არავინ მიჰყვებოდა უკან.  დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოპერატიული სამსახურები მაქსიმალურად არიან აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ამ აღჭურვილობით შეიძლება პირის ნებისმიერი ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება. მისივე თქმით, დევნა გრძელდება.  

 

„როგორც იცით, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა მძევლებს. საქებარი არის  ის, რომ არა რიგითი პოლიციელი ჩაენაცვლა, არამედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი.  რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურს გაუჭირდებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდის, მაგრამ მან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.  ყველა მძევლის ჩანაცვლებაზე პოლიცია საკუთარ თავს სთავაზობდა. ეს არის დამოკიდებულება პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და იმის რწმენით, რომ ეს საქმე გაიხსნება“, -განაცხადა პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner