გაზეთ „შანსის" მთავარი რედაქტორი ბონდო ქურდაძე facebook-ზე წერს:
„პარიზმა ვერ უშველა პირსისხლიანი ნაციონალების მიერ დასნეულებულ სულხან მოლაშვილს. დღეს, კიდევ ერთი მაგარი ქართველის გული გაჩერდა... - „ბონდო, ძმაო, როგორ მინდა, შენი გაზეთი ამათი მთავარი მესაფლავე გახდესო..." საკნის აქციების დროს, „ქუჩის გაზეთს" ფული შესწირა და ამ სიტყვებით დამემშვიდობა... სამწუხაროდ, სულ მალე, ორივე ემიგრაციაში აღმოვჩნდით... სულხანს, ბოლოს, პარიზში, არჩევნების დროს, 2012 წელს, საქართველოს საელჩოს შენობასთან შევხვდი, გადარეული იყო კაცი, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდენ. ვთხოვე, ცოტა მოეცადა და თავისი თვალით ენახა ნაცების სამარცხვინო წაგება პარიზულ ბასტიონზე... გულით გაიხარა იმ დღეს, თუმცა შემდეგ, მთელი 4 წელიწადი, იმედგაცრუებული ელოდა სამართლიანობის აღდგენას, დღემდე კაციშვილი არ დასჯილა ციხეში მისი ჯოჯოხეთური წამებისათვის(!)... აი, სწორედ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მთავარი იმედგაცრუების მიზეზი, დ ა უ ს ჯ ე ლ ო ბ ა (!) . . ." - წერს ქურდაძე.