logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაციაა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 11:37

 

„მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 3 ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ეპიდემიოლოგირი მდგომარეობა ამას მოითხოვს, გარე სივრცეებში პირბადის ტარების. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, პირბადის ტარების წესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

 

„გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებისა და მითითებისთვის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner