logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ირანთან საზღვარს მთლიანად აკონტროლებენ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 12:13

 

 

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღისგან სამხრეთით სომხეთის საზღვართან გავიდნენ და აზერბაიჯან-ირანის საზღვარს მთლიანად აკონტროლებენ.

 

Report.az-ის ინფორმაციით, განადგურებულია დიდი რაოდენობით მოწინააღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია ლაჩინის დერეფანს უახლოვდება, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. 22 ოქტომბერს, ხუთშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულ ჯარს ლაჩინის გზიდან 34 კილომეტრი აშორებს.

 

რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებას, იქ პოზიციურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ამ მიმართულებაზე აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების დაცვის ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს.

 

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner