logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძ: ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული
- +

23 ოქტომბერი. 2020. 12:17

 

„დღეს, როგორც იცით, გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, ეს არის მოლოდინი“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით,  არის იმის საშუალება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალ რაოდენობას გაუმკლავდეს.

 

„დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. იცით, რომ დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე და გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი, არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ რაოდენობრივ მონიტორინგს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა. შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner