logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ტერაქტების ორგანიზატორი ძალა საშიშია ყველასთვის!
- +

29 ივნისი. 2016. 18:49


„ტერორიზმი ყოველთვის მიმართულია უფრო გლობალური მიზნებისკენ, ვიდრე ერთი კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ „რეპორტიორს" განუცხადა.


მისი თქმით, ძალა, რომელიც ამ ტერაქტების ორგანიზატორია, საშიშია ყველასთვის.


„ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობას ერთობლივი ძალისხმევით მართებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტასტაზებივით გაიზრდება.

 

ქართული ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ მსოფლიო საზოგადოების აქტიური პარტნიორი იყოს ტერორიზმთან ბრძოლის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბედურება ადრე თუ გვიან საქართველოშიც იჩენს თავს", - განაცხადა გიორხელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner