„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სტატუსის სოფელში, გლოლაში, აშენდა საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთები, წყალმომარაგების ქსელი, გზის სავალი ნაწილები და სანიაღვრე არხები.
„გლოლის თემში, ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებით და საგადასახადო შეღავათებით, რაც მათი ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.