„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ბანკის შენობამდე, ახალსოფლიდან მივიდა.
როგორც „იმედინიუსი“ იუწყება, ახალსოფლისა და ზუგდიდის დამაკავშირებელ ხიდთან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, დავით მატუას დახვდა და იარაღის მუქარით მოსთხოვა ქალაქამდე გასვლა.
მატუას ძმა იხსენებს, რომ დავით მატუა სახლიდან დაახლოებით 14:00 საათისთვის გავიდა.
ის მანქანაში მარტო იყო და სხვა მეგობრებთან ერთად მეგობრის საფლავზე აპირებდა გასვლას. მისივე ინფორმაციით, დავით მატუამ, როგორც კი თავდამსხმელი ბანკის შესასვლელთან ჩამოსვა, 112-ში დარეკა და ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.